იდენტიფიცირდა კონკრეტული რეჟიმების ჩამონათვალი, რომლებმაც შეიძლება მსოფლიოში დემოკრატიებს საფრთხეს შეუქმნას – რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, რომელთანაც თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ტრამპის გამოსვლაში გამოიკვეთა, რომ საგარეო ურთიერთობებში განსაკუთრებულ სიახლეებს არ უნდა ელოდოს საზოგადოება.
“გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულება. ვინაიდან, ტრამპის ძირითადი აქცენტი არის სწორედ ამერიკის ეკონომიკის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, შესაბამისად, იკვეთება ის, რომ საგარეო ურთიერთობებში განსაკუთრებულ სიახლეებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ჩანს, რომ ძალიან მკაფიო წითელი ხაზი ივლება მოკავშირეებსა და მტრებს შორის. იკვეთება ის საკითხები, რაც ამერიკის უსაფრთხოებას ეხება, რაც გლობალურ უსაფრთხოებას ეხება.
ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენ აქამდეც ვიცოდით, რომ გამოწვევა იყო, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ზუსტად ისევ ისე ჩნდება. ძალიან მკაფიოდ იდენტიფიცირდა კონკრეტული რეჟიმების ჩამონათვალი, რომლებმაც შეიძლება მსოფლიოში დემოკრატიებს საფრთხეს შეუქმნას, რომლებიც ავტორიტარიზმს აძლიერებენ თავიანთ ქვეყნებში და მიმდებარე გეოგრაფიულ არეალში – რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, რომელთანაც თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.