spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო კალანდაძე – ეს არის კრემლის ინსტრუქცია, რომელიც 2011 წლიდან უკვე შემუშავებულია, უბრალოდ აქამდე ამის საშუალება არ მიეცა ივანიშვილს

არც პარლამენტი და არც მისი შექმნილი კომისია ლეგიტიმური არ იქნება. ეს არის კრემლის ინსტრუქცია, რომელიც 2011 წლიდან უკვე შემუშავებულია, უბრალოდ აქამდე ამის საშუალება არ მიეცა ივანიშვილს, – ამის შესახებ Front News-ს “ჭავჭავაძის ცენტრის” ხელმძღვანელმა ნინო კალანდაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპრომისზე ივანიშვილის რეჟიმი არ წავა, მხოლოდ შეუძლია დაემორჩილოს იძულებას და აქციები უნდა გაგრძელდეს.

“არც პარლამენტი და არც მისი შექმნილი კომისია ლეგიტიმური არ იქნება. ეს არის კრემლის ინსტრუქცია, რომელიც 2011 წლიდან უკვე შემუშავებულია უბრალოდ აქამდე ამის საშუალება არ მიეცა ივანიშვილს, როგორც სრულფასოვან კრემლის პროექტს. მას ერთადერთი  ამოცანა ჰქონდა – საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეეჩერებინა და ამის ლოგიკური გამოძახილია, რომ ყველა პროდასავლური ძალა უნდა განადგურდეს და არალეგიტიმურად გამოცხადდეს იმისთვის, რომ საქართველომ ვეღარ შეძლოს ევროპული ინტეგრაცია, ეს არის კრემლის დავალება და აქ პარლამენტი და კომისია არაფერ შუაშია.

აქციები გაგრძელდება და უნდა გაგრძელდეს. საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს, ამიტომ  ამ ტერმინს არ გამოვიყენებდი, კომპრომისზე ივანიშვილის რეჟიმი არ წავა, რადგან ეს არის რუსული კრიმინალური რეჟიმი, რომელიც დათმობებზე არ წავა. მხოლოდ  შეუძლია დაემორჩილოს იძულებას, რომლის ერთ-ერთი მექანიზმია აქცია“, – განაცხადა კალანდაძემ.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანმა მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები