ეს არის ის რუსული მშვიდობა, რომელსაც ივანიშვილი გვპირდება, რადგან ეს არის მშვიდობის ის ფორმა, რომელსაც რუსეთი იცნობს, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველ ერში სახელმწიფოებრიობის ნიშნები გაჩნდა.
“ეს არის ის რუსული მშვიდობა, რომელსაც ივანიშვილი გვპირდება, რადგან ეს არის მშვიდობის ის ფორმა, რომელსაც რუსეთი იცნობს. ჩვენ ბევრი პროტესტი გვინახავს, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის წარმოუდგენელი გამძლეობის და ეროვნული სულისკვეთების მანიშნებელი, ეს აჩვენებს იმას, რომ ქართველ ერში სახელმწიფოებრიობის ნიშნები გაჩნდა, რასაც აქამდე სულ ვჩიოდით. ეს სულისკვეთება არის ყოვლისმომცველი და ამას მოწმობს ისიც, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებიც იფიცებიან. 12 წლის განმავლობაში, არასდროს, არც ერთ საჯარო მოხელეს არ გაუბედავს ამ ფორმით აეყოლიებია ხალხი, კოლეგები და განსაკუთრებული ტკივილი იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რადგან განსხვავებით სხვა უწყებისა, მათთვის ეს უკვე დიდი ხანია ნათელი უნდა იყოს, უნდა იცოდნენ რა ხდება, საით მივდივართ და სულ ველოდი, რომ რაღაც ტიპის სისტემური პროტესტი გაჩნდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ იციან, თუ ეს ბრძოლა დასრულდა წარუმატებლად, მაშინ, აუცილებლად მკაცრად გაუსწორდება რეჟიმი. ეს მათ იციან და ამ რისკზე შეგნებულად მიდის ყველა“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.