საქართველოში არჩევნები არ ჩატარდა, “ოცნებამ” უბრალოდ ციფრები დაწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირს როგორც არ უნდა უნდოდეს საქართველოსთან ურთიერთობა, ის ამ ურთიერთობას ვერ გააგრძელებს იმ ფორმით, როგორიც იყო, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, განვითარებული მოვლენები საქართველოზე უარყოფითად აისახება.
“საქართველოში არჩევნები არ ჩატარდა, “ოცნებამ” უბრალოდ ციფრები დაწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირს როგორც არ უნდა უნდოდეს საქართველოსთან ურთიერთობა, ის ამ ურთიერთობას ვერ გააგრძელებს იმ ფორმით, როგორიც იყო და მით უმეტეს, ვერ შეიყვანს ევროკავშირის გაერთიანებაში ქვეყანას, სადაც არ არის დემოკრატია, სადაც არის დიქტატურა, ოლიგარქია, სადაც არის კორუფცია და სადაც უბრალოდ ერთი ადამიანი წყვეტს როგორ იმართება ქვეყანა.
ბუნებრივია, რომ ვიზალიბერალიზაციას თუ არ შეეხება ეს ხვალ, შეეხება ზეგ, მაგრამ გაცილებით სწრაფად იქნება სანქციები, რომელიც სამწუხაროდ, სახელმწიფოზეც აისახება”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.