ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობის პოზიციებს არ იზიარებს, არ ცნობს. მის რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საფუძვლიანი ფაქტები არსებობს იმის სამტკიცებლად, რომ ივანიშვილი თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან დასავლეთის და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
“ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი რამდენიმე მიზეზის გამო დგას დღის წესრიგში. პირველი ის, რომ ის საქართველოს მოსახლეობის პოზიციებს არ იზიარებს, არ ცნობს. მის რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას, მიუხედავად ამისა, მას უზურპირებული აქვს ძალაუფლება და მიტაცებული აქვს იძულების გზით სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლითაც ის ადმინისტრირებს და მათ შორის, არღვევს ყოველდღიურად ადამიანის უფლებებს, არღვევს კანონს და კონსტიტუციას და ამავდროულად, იმიტომ დგას სანქცირების საკითხი, რომ ის არა მხოლოდ ეჭვმიტანილია, არამედ როგორც ჩანს, საკმაოდ საფუძვლიანი ფაქტები არსებობს იმის სამტკიცებლად, რომ ივანიშვილი თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან დასავლეთის და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.