spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო კალანდაძე – კობახიძე ვერანაირ სკანდალში ვერ გახვევს საქართველოს იმიტომ, რომ საქართველომ თავისი პოზიცია დააფიქსირა და კობახიძემ თავისი

კობახიძე ვერანაირ სკანდალში ვერ გახვევს საქართველოს იმიტომ, რომ საქართველომ თავისი პოზიცია დააფიქსირა და კობახიძემ თავისი, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ  განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ ისეთი ტყუილი თქვა, რასაც გადამოწმებაც არ დასჭირვებია.

“ისეთი სიცრუე მოყვა კობახიძემ, რომელსაც გადამოწმებაც კი არ სჭირდება და დიდი მიხედვრაც არ სჭირდებოდა, რომ ეს სახელმწიფოები გამოვიდოდნენ და ამხელდნენ. მათ არა მხოლოდ უარყვეს და საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, არამედ თქვეს, რომ ეს ადამიანი დეზინფორმაციას ავრცელებსო, ანუ, მოსიარულე პროპაგანდისტია კაცი, რომელიც გამოვიდა და საჯაროდ ჰყვება იმას, რასაც ადგილი საერთოდ არ ჰქონიაო.

კობახიძე ვერანაირ სკანდალში ვერ გახვევს საქართველოს იმიტომ, რომ საქართველომ თავისი პოზიცია დააფიქსირა და კობახიძემ თავისი. მსოფლიო იცნობს საქართველოს და იცნობს კობახიძეს, რომელიც კრემლიდან დაწერილ ტექსტებს იმეორებს”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

იტალიის, რუმინეთის და ესპანეთის საგარეო  საქმეთა სამინისტროებმა განცხადებები გამოაქვეყნეს, რომლითაც უარყვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს ერთ-ერთი იყვნენ იმ ხუთ ქვეყანას შორის, ვინც მხარი არ დაუჭირა სანქციებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები