ლეგიტიმაციის პრობლემა მათ უქმნით პრობლემას. ეს მრავალმხრივი პრობლემაა. ამიტომ არის, რომ ასე გამალებით ცდილობენ ყველასთან ურთიერთობას, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ლეგიტიმაციის პრობლემის შედეგია სანქციები და MEGOBARI act.
“ლეგიტიმაციის პრობლემა მათ უქმნით პრობლემას. ეს მრავალმხრივი პრობლემაა. ამიტომ არის, რომ ასე გამალებით ცდილობენ ყველასთან ურთიერთობას, ამიტომ არის, რომ ცდილობენ ტრამპთან ურთიერთობის დალაგებას, მაგრამ მათი ამოსავალი წერტილი არის, რომ ყველა რესურსით უნდა შეინარჩუნონ ძალაუფლება. მათთვის ამ ნაწილში დათმობა დღის წესრიგში არ შედის იმიტომ, რომ მათ ამის ფუფუნება არ აქვთ. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვიცით, არსებობს MEGOBARI act და სანქციების მანქანა, რომელიც უკვე დაძრულია. ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს შეუძლია ბერკეტების მუქარა კიდევ ერთხელ გააჟღეროს იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოსავალი უფრო სწრაფად მოინახოს”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.