მოხდეს ახალი არჩევნების ადმინისტრირება მიუკერძოებელი ძალების მიერ, რომელიც იქნება საერთაშორისო ადმინისტრაცია და რომელშიც ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას ოლიგარქის ბიჭები, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ცესკომ უნდა გაასაჯაროოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც უნდა გაასაჯაროოს მთელი რიგი დოკუმენტაცია, რომელზეც დამოუკიდებლად მისიებს არ მიუწვდებათ ხელი, მოხდეს მათი ხელახალი შეფასება – რამდენად მასშტაბური და სისტემური იყო დარღვევები და რაც მთავარია, მოხდეს ახალი არჩევნების ადმინისტრირება მიუკერძოებელი ძალების მიერ, რომელიც იქნება საერთაშორისო ადმინისტრაცია და რომელშიც ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას ოლიგარქის ბიჭები”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.