spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო ლომჯარია – 246 უბნის შედეგების ბათილობას ვითხოვდით 29 საარჩევნო ოლქში, ასეთი ციფრი არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა

სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემმა ხმამ” დაასრულა ყოვლისმომცველი და სრულყოფილი ანალიზი დარღვევების თაობაზე. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებოდით, დაახლოებით, 1131 უბანს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 246 უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნა იყო 29 საარჩევნო ოლქში, ასეთი ციფრი არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა.

“სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემმა ხმამ” დაასრულა ყოვლისმომცველი და სრულყოფილი ანალიზი დარღვევების თაობაზე. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებოდით, დაახლოებით, 1131 უბანს, გარდა ამისა, 133 მობილური ჯგუფი გვყავდა, რომელიც ათობით საარჩევნო უბანს აკვირდებოდა და დღის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ დამკვირვებლისთვის დაკვირვების ხელის შეშლის შესახებ ინფორმაცია 160 უბნიდან, მარკირება არ მოწმდებოდა 191 საარჩევნო უბანზე, არ კეთდებოდა 153 საარჩევნო უბანზე,  ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა 365 საარჩევნო უბანზე, ფიზიკური დაპირისპირება და ზეწოლა დაფიქსირდა 85 საარჩევნო უბანზე და არაუფლებამოსილი პირები დაფიქსირდნენ 259 საარჩევნო უბანზე. საერთო ჯამში, ჩვენ აქცენტი ამ არჩევნებზე გავაკეთეთ მხოლოდ ძალიან მძიმე დარღვევების გასაჩივრებაზე. იმდენად ბევრი დარღვევა იყო, რომ ყველაფერი არ გავასაჩივრეთ, რასაც კოდექსი ითვალისწინებს, მხოლოდ ის უბნები გავასაჩივრეთ, სადაც ისეთი ტიპის დარღვევები იყო, რაც იწვევს უბნის შედეგების ბათილობას. 246 უბნის შედეგების ბათილობას ვითხოვდით 29 საარჩევნო ოლქში, ასეთი ციფრი არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები