spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო ლომჯარია – ასეთი დანაშაულებრივი ქმედებებით მიღებული შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას

მიგვაჩნია, რომ აი, ასეთი დანაშაულებრივი ქმედებებით მიღებული შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა, რამაც ამომრჩევლის ნების გამოხატვას ხელი შეუშალა.

“რეალურად, არჩევნების დღემ ახსნა, თუ რაში სჭირდებოდა მმართველ პარტიას წინასაარჩევნო პერიოდში პერსონალური მონაცემების შეგროვება, ეს სქემა გაიშიფრა. უამრავ ოლქში ვნახეთ, რომ დამკვირვებლებს არ აძლევდნენ საშუალებას ვერიფიკაციის პროცესზე.

კომპლექსურად, დარღვევებმა დანაშაულებრივი ქმედებების მოახდინა გავლენა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე. საერთო ჯამში, მიგვაჩნია, რომ აი, ასეთი დანაშაულებრივი ქმედებებით მიღებული შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები