გვექნება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მედიის თანდასწრებით, ასევე, მოწვეულები არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც და ჩვენი დამკვირვებლები ისაუბრებენ იმაზე, თუ რა შეემთხვათ არჩევნების დღეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი შეხვედრები არის უმნიშვნელოვანესი, რადგან საშუალებას იძლევა გამოაშკარავდეს დარღვევების მასშტაბი და ერთგვაროვნება.
“გვექნება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მედიის თანდასწრებით, ასევე, მოწვეულები არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც და ჩვენი დამკვირვებლები ისაუბრებენ იმაზე, თუ, რა შეემთხვათ არჩევნების დღეს, რომ ნახეს გაყალბებები და თავად მოჰყვებიან, როგორც თვითმხილველები იმ პროცესების. ასეთი შეხვედრები არის უმნიშვნელოვანესი, რადგან გვაძლევს საშუალებას დავინახოთ მასშტაბი, დავინახოთ ერთგვაროვნება დარღვევების და დავინახოთ ამ ყველაფრის გავლენა მთლიანად საარჩევნო პროცესზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
დღეს, სადამკვირვებლო ორგანიზაციები პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრას გამართავენ. საუბარი შეეხება 26 ოქტომბრის არჩევნებს.