spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო ლომჯარია – დემონსტრანტებს მასიურად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით

პროევროპული საპროტესტო აქციების ჩახშობის საქმეში კოორდინირებულად არიან ჩართული, როგორც სამართალდამცავი ორგანოები, ისე “ქართული ოცნების” სასამართლო, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო “ოცნების” მიერ 5 დღეში მიღებულ კანონებს ეყრდნობა.

“პროევროპული საპროტესტო აქციების ჩახშობის საქმეში კოორდინირებულად არიან ჩართული, როგორც სამართალდამცავი ორგანოები, “ქართული ოცნების” სასამართლო. ისინი იყენებენ 5 დღის ვადაში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს ღობეზე სტიკერების გაკვრის, ან სახის ნაწილის დაფარვის გამო, მაშინაც, კი, როდესაც პროტესტის მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან. ასევე, დემონსტრანტებს მასიურად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით “უკანონოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის” მოტივით მაშინ, როდესაც პოლიციის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებში მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება – მოქალაქეები დგანან ხალხის მასაში, ან მონაწილეობენ მასიურ სახალხო მსვლელობებში”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები