5 ადგილიდან დავიძვრებით, ეს იქნება რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი, ეს იქნება ამაღლების ქუჩა, იქნება 300 არაგველის ძეგლი და გმირთა მოედანი. ნებისმიერ ადგილზე შეუძლიათ, შემოუერთდნენ მსვლელობას, რომელიც 7 საათზე დაგვირგვინდება თავისუფლების მოედანზე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მარშზე მსოფლიოს გააგონებენ ხმას, რომ საქართველო ირჩევს ევროპას.
“5 ადგილიდან დავიძვრებით, ეს იქნება რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი, ეს იქნება ამაღლების ქუჩა, იქნება 300 არაგველის ძეგლი და გმირთა მოედანი. ნებისმიერ ადგილზე შეუძლიათ, შემოუერთდნენ მსვლელობას, რომელიც 7 საათზე დაგვირგვინდება თავისუფლების მოედანზე. იქ იქნებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას საქართველოს ევროპული მომავლისთვის გამართულ ყველა მანიფესტაციაში მონაწილეობას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ დავინახოთ ერთმანეთი, გავაგონოთ მთელ მსოფლიოს ქართველი ერის ხმა, რომ საქართველო ირჩევს ევროპას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
20 ოქტომბერს თბილისში მარში – “საქართველო ირჩევს ევროპას” იგეგმება. აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებამ დააანონსა. მათი განცხადებით, ეს მარში საქართველოს ევროპულ მომავალს ეძღვნება, სადაც მოქალაქეები თავიანთ არჩევანს დააფიქსირებენ.