spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო ლომჯარია – ეს არის უმძიმესი რეპუტაციული ზიანი ქვეყნისთვისაც და ჩვენთვისაც

რომ ვიგებდით, კადიროვი, ლუკაშენკო და სხვები დაასანქცირეს, გვეგონა, რომ სადღაც სხვაგან, ცუდ, არადემოკრატიულ და დიქტატორულ ქვეყნებში ხდებოდა, მაგრამ დღეს ჩვენთანაც მოხდა და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები “მაგნიტსკის სიაში” არიან, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ ძალიან მძიმედ და უხეშად არღვევ ადამიანის უფლებებს.

“რომ ვიგებდით, კადიროვი, ლუკაშენკო და სხვები დაასანქცირეს, გვეგონა, რომ სადღაც სხვაგან, ცუდ, არადემოკრატიულ და დიქტატორულ ქვეყნებში ხდებოდა, მაგრამ დღეს ჩვენთანაც მოხდა და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები “მაგნიტსკის სიაში”  არიან. ამ სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ  ძალიან მძიმედ და უხეშად არღვევ ადამიანის უფლებებს. ეს არის უმძიმესი რეპუტაციული ზიანი ქვეყნისთვისაც და ჩვენთვისაც. ამ სიაში შეყვანილი ადამიანები სასამართლოში, პარლამენტში და ბევრგან გვყავს. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენებს, დავრჩებით იზოლირებული, გარიყული, რუსულ ორბიტაზე მყოფი ქვეყანა. ეს პერსპექტივა ძალიან მძიმეა, რომელიც არ უნდა დავუშვათ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქციები შეეხოთ მათ შორის პარლამენტის წევრებს და ბიზნესმენებს. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და “ალტ-ინფოს” წარმომადგენლები – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები