რუსეთი იმ ქვეყნებში, სადაც ცდილობს, რომ საკუთარ მოკავშირედ გაიხადოს, პოლიტიკურ ცვლილებებს იწყებს სწორედ რუსული კანონის მსგავსი კანონმდებლობის მიღებით, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-მა გადაწყვეტილებების მიმღები პირების მიმართ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.
“რუსეთი იმ ქვეყნებში, სადაც ცდილობს, რომ საკუთარ მოკავშირედ გაიხადოს, პოლიტიკურ ცვლილებებს იწყებს სწორედ რუსული კანონის მსგავსი კანონმდებლობის მიღებით და შესაბამისად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ პროცესებს უფრო ფართო ჭრილში უნდა შეხედოს და არა განცალკევებულად.
იმედი მაქვს, რომ შესაბამისი რეაგირება იქნება მათი მხრიდან იმ კონკრეტული პირების და გადაწყვეტილებების მიმღები პირების მიმართ, რომლებიც საქართველოში ამკვიდრებენ ავტორიტარიზმს და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და კონსტიტუციის დარღვევით ცვლიან პოლიტიკურ კურსს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით გუშინ აშშ-ის კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში კიდევ ერთხელ იმსჯელეს.