“მაინც გასაკვირი იყო, რომ კომიტეტი ფასადურად მაინც არ ეცადა, შეეფუთა ის არადემოკრატიული პროცესი, რასაც ადგილი ჰქონდა”, – აღნიშნული განცხადება სახალხო დამცველმა, უზენაესს სასამართლოში 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით გააკეთა.
“როგორც იცით, სახალხო დამცველი ამ ფარსში მონაწილეობას არ იღებდა და დღეს უკვე დამტკიცდა ისიც, რომ იურიდიული კომიტეტი ბუტაფორიულადაც აღარ ცდილობდა დემოკრატიული პროცესების შექმნას. ჩვენ დავინახეთ, რომ მოსამართლეობის ის კანდიდატები, რომლებსაც მაღალი შეფასებები ჰქონდათ და ყველაზე კვალიფიციურები იყვნენ, ამ კანდიდატებს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
მე ვფიქრობ, რომ დამტკიცდა ის, რასაც ვამბობდით და ნამდვილად არანაირი აზრი არ ჰქონდა ამ პროცესში მონაწილეობას, უბრალოდ მაინც გასაკვირი იყო, რომ კომიტეტი ფასადურად მაინც არ ეცადა, შეეფუთა ის არადემოკრატიული პროცესი, რასაც ადგილი ჰქონდა ამ კომიტეტში”- განაცხადა ლომჯარიამ.