spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო ლომჯარია – ჯგუფის წევრების კვალიფიკაციაზე კითხვის ნიშნის დასმა მიუღებელია, სახალხო დამცველი სრულად ენდობა დასკვნას

დღეს ოფიციალურად მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომ სახალხო დამცველი ჩაგვრთოს მესამე მხარედ მიმდინარე დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, სრულად ენდობა მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას.

 

“პირველ რიგში,  ვიტყვი, რომ ამ ჯგუფის წევრების კვალიფიკაციაზე კითხვის ნიშნის დასმა მიუღებელია. აღნიშნულ ჯგუფში წარმოდგენილი არიან უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტები, სახალხო დამცველი სრულად ენდობა აღნიშნულ დასკვნას. 

 

დღეს ოფიციალურად მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომ სახალხო დამცველი ჩაგვრთოს მესამე მხარედ მიმდინარე დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა დავაყენეთ, რაც გულისხმოიბს იმას, თუ სტრასბურგი გაიზიარებს ჩვენს მოთხოვნას, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ჩვემი პოზიცია გავუზიაროთ პატიმარ და პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე. თუ არ დაკმაყოფილდა ეს მოთხოვნა, ვფიქრობ, აღნიშნული დასკვნა ითამაშებს გადამწყვეტ როლს, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან პაციენტის მდგომარეობის შეფასებაზე. რადგან ეს არის უახლესი, მრავალპროფილური ექსპეტების მიერ დაწერილი დასკვნა”, -განაცხადა სახალხო დამცველმა. 

 

მისი თქმით, გამოქვეყნებული დასკვნის მთაეარი რეკომენდაცია არის ის, რომ პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება უნდა მოხდეს პოლიპროფილურ კლინიკაში.  

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები