spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო ლომჯარია კელი დეგნანს შეხვდა

სახალხო დამცველი საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობას და ფაქტს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს რეალურად დღემდე არ ჰყავთ დაკავებული არც ერთი ორგანიზატორი.

 

“ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე, რაც განხორციელდა უზენაესს სასამართლოში და იმ პრობლემებზე, რასაც ვხედავთ ჩვენ ამ პროცესში. ასევე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე. განსაკუთრებით ჩემი მხრიდან აქცენტი გაკეთდა სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორიგანოების პასუხისმგელობაზე და იმაზე, რომ სამწუხაროდ, მიუხედავად არაერთი ინდიკატორისა და მტკიცებულებისა, არავინ პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ ამ ძალადობრივი ქმედების ორგანიზებისთვის”, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

თავის მხრივ, სახალხო დამცველის როლს გაუსვა ხაზი კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ შტატები გააგრძელებს ომბუდსმენის აპარატთან თანამშრომლობას და მხარს უჭერს მის მნიშვნელოვან როლს.

 

“ძალიან კარგი შესაძლებლობა მქონდა განმეხილა სახალხო დამცველთან და მის გუნდთან, ბოლო პერიოდში საქართველოში ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. სახალხო დამცველის ინსტიტუტი თამაშობს უაღრესად მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში. განსაკუთრებით საქართველოში, როდესაც ქვეყანა უმკლავდება ძალიან მნიშვნელოვან და რთულ საკითხებს. აშშ გააგრძელებს სახალხო დამცველის ოფისთან მუშაობას თანამშრომლობის გასაღრმავებლად და სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი როლის მხარდასაჭერად, რომელსაც ის ასრულებს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები