spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო ლომჯარია – კიდევ უფრო გაძლიერდება სანქციები თუ სხვა ტიპის ზეწოლის ფორმები საქართველოს ხელისუფლების მიმართ

კიდევ უფრო გაძლიერდება სანქციები თუ სხვა ტიპის ზეწოლის ფორმები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც უფრო დრო გავა და რაც უფრო მეტად ეცდება ხელისუფლება, რომ იქცეს ავტორიტარულ მმართველად, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, დასავლეთი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი რანგის შეხვედრები შემცირდება.

 

“ღიად საუბრობს დასავლეთი, რომ “ოცნებასთან” შეხვედრები მინიმუმამდე დავა. ისინი არიან დასავლეთის მხრიდან დასანქცირებული. არაორდინარულ და წარმოუდგენელ ვითარებაში ვართ, ეს არის რეალობა, მაგრამ ეს იყო მოსალოდნელი და ველოდები კიდევ, რომ უფრო გაძლიერდება სანქციები თუ სხვა ტიპის ზეწოლის ფორმები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც უფრო დრო გავა და რაც უფრო მეტად ეცდება ხელისუფლება, რომ იქცეს ავტორიტარულ მმართველად”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები