spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო ლომჯარია – მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

 

ლომჯარიას თქმით, სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და მის მიმართ გამოტანილ მსჯავრს არ ეთანხმება.

 

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს სამართალდამცველებთან დაკავებისას პრეტენზია არ აქვს, რადგან მისი თქმით, კარი თავად გაუღო, წინააღმდეგობა არ გაუწევია და ძალისმიერ მეთოდებს ადგილი არ ჰქონია.

 

ამასთან, ლომჯარიას თქმით, მას სააკაშვილთან საქართველოში შემოსვლის დეტალებზე არ უსაუბრია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები