spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო ლომჯარია – მიუღებელია, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქის მოსანახულებლად ჩამოსულ სახალხო დამცველს უარი ეთქვა ციხეში შესვლაზე

ჩემთვის მოულოდნელი და მიუღებელია, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქის მოსანახულებლად ჩამოსულ სახალხო დამცველს უარი ეთქვა ციხეში შესვლაზე – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვასთვის მოშიმშილე ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი განსაკუთრებით მიუღებელია იმ ფონზე, როდესაც ცოტა ხნის წინ საქართველოსა და უკრაინის ომბუდსმენის აპარატებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

 

“ქალბატონი დენისოვასათვის უარის თქმა არის ძალიან გულდასაწყვეტი.  ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკრაინის ომბუდსმენთან და მას ასევე ქონდა ძალიან კარგი საქმიანი შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან. ჩემთვის მოულოდნელი და მიუღებელია, ის,  რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქის მოსანახულებლად ჩამოსულ სახალხო დამცველს უარი ეთქვა ციხეში შესვლაზე. 

 

მინდა ვთქვა, რომ უკრაინის ომბუდსმენის აპარატი არის  “A სტატუსის” მქონე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან ეს ინსტიტუტი აღიარებულია, რომ ის სრულად შეესაბამება იმ საერთაშორისო პრინციპებს და სტანდარტებს, რითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტები. ამიტომ,  რა თქმა უნდა,  მხარს ვუჭერ უკრაინის ომბუდსმენის აპარატს და ვფიქრობ, რომ საქართველომ,  არა როგორც მეგობარმა სახელმწიფომ, აქამედ ქვეყანამ, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს,  მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელის ამ პროცესის გამჭვირვალობას”, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ციხეში მოსანახულებლად   საქართველოში მეორედ ჩამოვიდა, დღეს მასთან არ შეუშვეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები