spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო ლომჯარია – მნიშვნელოვანია, გაეწიოს დახმარება ქართულ საზოგადოებას დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რადგან ჩვენ აქ ვიბრძვით

მნიშვნელოვანია, გაეწიოს დახმარება ქართულ საზოგადოებას დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რადგან ჩვენ აქ ვიბრძვით, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში.

“მიუნხენის კონფერენციაზე  მთავარი თემა იქნება უკრაინის საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასევე იყოს ამ კონტექსტში, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში. მათ ჩვენ მუდმივად უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოშიც მიმდინარეობს რუსული და ავტოკრატიული გავლენების გაძლიერება.

მნიშვნელოვანია, გაეწიოს დახმარება ქართულ საზოგადოებას დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რადგან ჩვენ აქ ვიბრძვით, ვუწევთ წინააღმდეგობას, ეს ასეც გაგრძელდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები