spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო ლომჯარია – მოსამართლეები სისტემურად არღვევდნენ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს

დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებს და პოლიციის ჩვენებებს შორის იყო შეუთავსებლობები, თუმცა მოსამართლე მაინც ცნობდა მოქალაქეებს სამართალდამრღვევად, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას”  დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მან იმ მოსამართლეთა სახელები და გვარები გააჟღერა, რომლებიც, მისი თქმით, აღნიშნულ საქმიანობაში იყვნენ ჩართული.

“ამ დროის მონაცემებით, 260-ზე მეტი პირის დაკავებაზე შემოვიდა ზარი არასამთავრობოების ცხელ ხაზზე. 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებულების უფლებები ირღვეოდა, როგორც საგამოძიებო, ისე სასამართლო დარბაზებში. მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და ეყრდნობოდნენ მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებებს.

დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებს და პოლიციის ჩვენებებს შორის იყო შეუთავსებლობები, თუმცა მოსამართლე მაინც ცნობდა მოქალაქეებს სამართალდამრღვევად. მოსამართლეები სისტემურად არღვევდნენ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს, არ აკმაყოფილებდნენ პროცესის გადადების შუამდგომლობებს მტკიცებულებების მოპოვებისთვის და სასამართლოში წარსადგენად მხარეებს მხოლოდ ერთ საათიან შესვენებას აძლევდნენ. მოსამართლეები ხედავდნენ, რომ ნაცემი და ნაწამები იყვნენ დაკავებულები, მაგრამ არ ინტერესდებოდნენ სად და რა პირობებში მოხდა ეს ანგარიშსწორება.

წარმოგიდგენთ ამ მოსამართლეების სიას, რომლებიც იყვნენ მსგავს ქმედებებში ჩართული – ლელა მილდენბერგი, ზვიად ცეკვავა, ლელა ცაგარეიშვილი, კობა ჩაგუნავა, ნინო ენუქიძე, მანუჩარ ცაცუა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები