ყველა ძირითადი არსებითი პრინციპი, რაც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ არჩევნებს, იყო დარღვეული, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო დარღვევებს ჰქონდა ფართომასშტაბიანი, სისტემური ხასიათი.
“ვფიქრობთ, რომ დარღვევებს ჰქონდა ფართომასშტაბიანი, სისტემური ხასიათი და მიგვაჩნია, რომ არსებითი გავლენა იქონია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე. იყო დარღვეული ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი, არჩევნების საყოველთაობის პრინციპი მთელ რიგ შემთხვევებში. ერთი ხმის წონაც კი ირღვეოდა იმიტომ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში, ერთი ადამიანი აძლევდა სხვა ადამიანის ნაცვლად. ამიტომ, ყველა ძირითადი არსებითი პრინციპი, რაც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ არჩევნებს იყო დარღვეული”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.