სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ქართული ოცნების” დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ეხმაურება.
“რაო??? რას ბედავთ თქვენ??!! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ და კონსტიტუციამ უკვე გადაწყვიტა ევროპული არჩევანი. ამ ქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ???” – წერს ნინო ლომჯარია.
დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას.