spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო ლომჯარია – როგორც ჩანს, საერთაშორისო რეაგირება იყო ძალიან მწვავე და შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას მოუწია უკან დახევა

ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც უკან დახევას, ხელისუფლების მხრიდან. როგორც ჩანს, საერთაშორისო რეაგირება იყო ძალიან მწვავე და შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას მოუწია უკან დახევა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებები არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი.

“ეს ნიშნავს, იმას, რომ გადაწყვეტილება არ ყოფილა დამოუკიდებელი ორგანოს მიერ მიღებული. რა თქმა უნდა,  ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც უკან დახევას, ხელისუფლების მხრიდან. თავადვე საუბრობს პრემიერი, ამ სტანდარტით პარტიად და კანდიდატად შეიძლება გამოცხადდეს ნებისმიერი მოქალაქე და ორგანიზაცია, რომელიც საჯაროდ აფიქსირებს ნებისმიერ საკითხზე თავის პოზიციას.

როგორც ჩანს, საერთაშორისო რეაგირება იყო ძალიან მწვავე და შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას მოუწია უკან დახევა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომლითაც რამდენიმე ორგანიზაციას პოლიტიკურ პროცესებში გაწეული ხარჯის საჯაროობა ევალებოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები