spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო ლომჯარია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. 

 

ომბუდსმენი შეხვედრებს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისართან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს.

 

“ვიზიტის მიზანია, რომ სტრასბურგის ინსტიტუტებს, ევროსაბჭოს ინსტიტუტებს გავაცნოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მივაწოდოთ მათ განახლებული ინფორმაცია და რა თქმა უნდა, პასუხი გავცე მათ შეკითხვებს. 

 

ინტერესი იქნება საქართველოში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების თაობაზეც და მივაწვდი მათ ინფორმაციას თუ რა მდგომარეობაა გამოძიების მიმართულებით, იყო რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც გამოხატული ინტერესი, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიმართ განხორციელებულ ცვლილებებზეც მივაწვდი ჩემ პოზიციას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები