მოქალაქეებს გვეკუთვნის ჩვენი ხმა, რადგან ჩვენი ხმა არის ჩვენი მთავარი ძალაუფლება. თავად უნდა გადავწყვიტოთ ვის ვირჩევთ, ვინ ვანდობთ ამ ქვეყნის მომავალს და როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, ევროპულ ქვეყანაში თუ რუსული გავლენის და კონტროლის ქვეშ მყოფ ქვეყანაში, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობა ისეთივე ყალბია, როგორი პასპორტებიც ჰქონდათ „ქართული ოცნების“ მიყვანილ ადამიანებს არჩევნებზე.
“ყველას ის შეგრძნება აქვს, რომ ჩვენ მოგვპარეს ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენი ხმა. მოქალაქეებს გვეკუთვნის ჩვენი ხმა, რადგან ჩვენი ხმა არის ჩვენი მთავარი ძალაუფლება. თავად უნდა გადავწყვიტოთ ვის ვირჩევთ, ვინ ვანდობთ ამ ქვეყნის მომავალს და როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, ევროპულ ქვეყანაში თუ რუსული გავლენის და კონტროლის ქვეშ მყოფ ქვეყანაში, როგორიც ახლაა ხელისუფლებაში მყოფი ძალა, თავისი პროპაგანდით და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, ხალხს არ აურჩევია რუსეთის მსგავს სახელმწიფოდ ყოფნა. დღევანდელი მდგომარეობა ისეთივე ყალბია, როგორი პასპორტებიც ჰქონდათ „ქართული ოცნების“ მიყვანილ ადამიანებს არჩევნებზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.