უკვე არაერთი მოსამართლეა დასანქცირებული. ეს უჩვენებს თუ როგორი წარმოდგენა აქვს დასავლურ საზოგადოებას ქართულ მართლმსაჯულებაზე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.
“წამება, წამების გამოუძიებლობა და ხელის დაფარება არის ის დანაშაული, რომელზე პასუხისმგებლობასაც “ქართული ოცნება” ვერ გაექცევა. ეს არის დანაშაული, რომელზეც აუცილებლად ექნება ყველა დემოკრატიულ ქვეყანას რეაგირება და ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან პირველები სწორედ იმის გამო, რომ ნაწამებ მოქალაქეებს შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე ეს მოსამართლეები უშვებდნენ პატიმრობაში და აჯარიმებდნენ, სწორედ ამიტომ გამოსცა მათზე სანქცია.
უკვე არაერთი მოსამართლეა დასანქცირებული. ეს უკვე უჩვენებს თუ როგორი წარმოდგენა აქვს დასავლურ საზოგადოებას ქართულ მართლმსაჯულებაზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ესტონეთმა და ლიეტუვამ ხელისუფლების პირებს და მოსამართლეებს სანქციები დაუწესა.