ვისაუბრეთ იმ ადამიანის უფლებების სისტემურ პრობლემებზე, რასაც ვაწყდებით, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან 25 თებერვლის აქციაც განიხილეს.
“ვისაუბრეთ იმ ადამიანის უფლებების სისტემურ პრობლემებზე, რასაც ვაწყდებით, რას აკეთებს სექტორი, რა გამოწვევებია, როგორ შეიძლება სისტემურ რეპრესიებს გაუმკლავდეს სამოქალაქო საზოგადოება. გავცვალეთ ინფორმაციები და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მომავალ აქციებზეც, მათ შორის, 25 თებერვალს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე და გაფიცვაზე”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები შეხვდნენ. განიხილეს მიმდინარე ვითარება და სამომავლო გეგმები.