ვიწვევთ ყველა მოქალაქეს, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან დიდი ინტერესი. აქციაზე ისაუბრებენ დამკვირვებლები, რომლებიც არჩევნების დღეს იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დამკვირვებლები ისაუბრებენ იმ ფაქტებზე, თუ როგორ შეესწრნენ არჩევნების გაყალბებას.
“ვიწვევთ ყველა მოქალაქეს, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან დიდი ინტერესი იმიტომ, რომ აქ იქნებიან და აქციაზე ისაუბრებენ უშუალოდ ის ადამიანები, დამკვირვებლები, რომლებიც არჩევნების დღეს იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე, თავად შეესწრნენ კანონდარღვევებს, დანაშაულის ფაქტებს, არჩევნების გაყალბების ფაქტებს და ისინი თავად, როგორც ჩვენი თანამოქალაქეები ისაუბრებენ იმაზე, რაც ნახეს. ისინი ისაუბრებენ იმაზე, როგორ ნახეს გაყალბება, როგორ იყვნენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის ქვეშ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
დღეს, 19:00 პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია “დაიბრუნე ხმა“ გაიმართება.