ჩემთვის მთავარია, რომ პაციენტი – სულ ერთია ვინ იქნება, იყოს კარგად. მე, როგორც ექიმი, ამ წუთში ვარ აბსოლუტურად მიუკერძოებელი, – ამის შესახებ “ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
“პირველი დღიდანვე, როდესაც “ემპათიის“ წევრები მოვიდნენ, ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა. შემოვარდა კაბინეტში ეს ქალბატონი კივილით. მიკიოდა ბოლო ხმაზე, რომ ჩვენ ვართ უვიცები. “თქვენ ვინ ხართ საერთოდ, არაფერი გაგეგებათ, თქვენ არაფერი იცით“. ყველაფერზე მეჩხუბა. ბოლოს ვერ მოვითმინე და ვუთხარი, რომ ეს “ენკავედეს” ბოლშევიკური ტონი დაეწია და დაეტოვებინა ჩემი კაბინეტი და მიეხედა თავისი საქმისთვის. ექსპერტიზა კი ბატონო. მეგონა შემოვიდოდნენ, ამას ექნებოდა თანამშრომლობის სახე, რომ ეს იქნებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ველოდები კონსტრუქციულ საუბარს და არა ასეთი აგრესიულ თავდასხმას. მას შემდეგ თვალით აღარ მინახავს. თუმცა ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო, მას ნებისმიერ დროს შეეძლო მოსვლა, ნებისმიერ მათ კვლევებზე ყოველთვის მზად ვიყავით“, – განაცხადა ნადირაძემ.
ნადირაძე აცხადებს, რომ მისი კლინიკის ექიმების მიერ დასმული დიაგნოზის სისწორეში დარწმუნებულია.