ბათუმელ მედროშე თემურ ქათამაძეს “ვივამედის” დირექტორმა ნინო ნადირაძემ უჩივლა.
საქმეზე სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა შედგენილი, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, კერძოდ, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდებას და სხვა ამგვარი მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
როგორც თავად ნინო ნადირაძე აცხადებს, მას ქათამაძემ მიაყენა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა.
“არა მარტო სიტყვიერი შეურაცხყოფა, არამედ წიხლიც ჩამარტყა. მეტს არაფერს გეტყვით, დღეს ჩემი დაბადების დღეა, ნახვამდის. დანარჩენს სასამართლო იტყვის“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.
თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.
18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.
მან 48 დღე იშიმშილა, შემდეგ კი კლინიკა „ვივამედში” გადაიყვანეს.