spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო ტალიაშვილი – სტუდენტების მიერ განაცხადით მომართვის შემთხვევაში მათ ფინანსური დავალიანება გაუნულდებათ

სტუდენტების მიერ განაცხადით მომართვის შემთხვევაში მათ გაუნულდებათ ფინანსური დავალიანება და 2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან შესაძლებლობა ექნებათ შეუფერხებლად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა განუცხადა.

 

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის მიზანიც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენაა, სტუდენტთა საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნივერსიტეტების რექტორებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა.

 

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში შემოთავაზებულ იქნა სამართლიანი მიდგომა, რომელიც რა თქმა უნდა, უნივერსიტეტისთვის მისაღებია, ვინაიდან, უზრუნველყოფს სტუდენტთა განათლების ხელმისაწვდომობას. ამ მიმართულებით უკვე დაწყებული აქვს უნივერსიტეტს მუშაობა და სტუდენტების მიერ განაცხადით მომართვის შემთხვევაში მათ გაუნულდებათ ფინანსური დავალიანება და 2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან შესაძლებლობა ექნებათ შეუფერხებლად ჩაერთონ სასწავლო პროცესში”, – განაცხადა ტალიაშვილმა.

 

განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს, შედეგად 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები