spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო წილოსანი – ამ ფარსის შემდეგ, უფრო დამაჯერებლები იქნებით, თუ დატოვებთ თანამდებობებს და თქვენს მთავარ ღირებულებებზე დაფიქრდებით

“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან მმართველი გუნდის გადაწყვეტილებისგან გამიჯვნას ეხმაურება.

“საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობ, სიტყვა “საგარეო” კი არ უნდა იყოს შენთვის მთავარი, არამედ საკუთარი! საკუთარი ქვეყანა უნდა იყოს მთავარი!

ერთი, მელიას გამო გახარიას გადადგომა იყო სრულიად ამაზრზენი და მეორე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ, ვითომ ევროკავშირს შეფიცული დიპლომატები…

ამ ფარსის შემდეგ, უფრო დამაჯერებლები იქნებით, თუ დატოვებთ თანამდებობებს და თქვენს მთავარ ღირებულებებზე დაფიქრდებით”, – წერს წილოსანი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, 93-მდე გაიზარდა.

განცხადების თანახმად, სამინისტროს მოქმედ თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები