spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო წილოსანი – ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა, ერთი შეხედვით, ადამიანები თურმე რეალურად სისხლის სუნზე გავეშებული ცხოველები ყოფილან

ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა, ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია, თანაც ეს უკვე უკურნებელი სენია…- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

“ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა. ერთი შეხედვით, ადამიანები თურმე რეალურად სისხლის სუნზე გავეშებული ცხოველები ყოფილან…

 

ზოგადად, ადამიანებს შეცდომები მოგვდის, მაგრამ ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია, თანაც ეს უკვე უკურნებელი სენია… 

 

რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ამ ადამიანებს არავითარი ძალაუფლება არ უნდა მივცეთ, რადგან დიდი ბოროტების შექმნისთვის მათ მხოლოდ შესაბამისი ინსტრუმენტები აკლიათ.

 

როდის დასრულდება ეს? ბოროტებას დასასრული არ აქვს, ყოველთვის იქნება, ამიტომ ყველას უფრო მეტი ჰუმანურობა და სიფხიზლე გვმართებს, თუ გვინდა რომ მასზე გავიმარჯვოთ“, – წერს წილოსანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები