spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო წილოსანი – გაზრდილი ეკონომიკა გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ მოწინავე მსოფლიო მასშტაბით  და საბიუჯეტო შემოსავლები იყოს გაცილებით მეტი

“აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი სრულად იმ ტრენდშია, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ ბოლო პერიოდში საქართველოსთან მიმართებით. ყველა რეპუტაციული და საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს საქართველოს ეკონომიკურ სვლას“- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, „გაზრდილი ეკონომიკა გვაძლევს საშუალებას, ქვეყანამ გააგრძელოს ის აღმასვლა, რომელსაც თვალნათლივ ვხედავთ და მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები ვერ შეძლებენ დაინახონ ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ქვეყნის მასშტაბით, რომელიც დღეს ხდება“.

“მათ შორის, გაუმჯობესებული ეკონომიკური ზრდის პარამეტრები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ, ამ ურთულეს პერიოდში შევძელით ეკონომიკური სტაბილურობა და უფრო მეტიც, ეკონომიკის გაზრდა. გაზრდილი ეკონომიკა გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში და ფართო  რეგიონის ჭრილში, არამედ მსოფლიო მასშტაბით და რაც მთავარია, გაზრდილი ეკონომიკა გვაძლევს საშუალებას, რომ საბიუჯეტო შემოსავლები იყოს გაცილებით მეტი და ამ შემოსავლებით დაფინანსდეს მეტი სოციალური პროექტი, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი და რაც მთავარია, ქვეყანამ გააგრძელოს ის აღმასვლა, რომელსაც თვალნათლივ ვხედავთ და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები ვერ შეძლებენ დაინახონ ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ქვეყნის მასშტაბით, რომელიც დღეს ხდება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები