spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო წილოსანი – ლორა თორნტონი სულ ცოტა ხნის წინ, მაკკეინის ინსტიტუტის დოკუმენტიდან მოითხოვდა მსხვერპლს აქციებზე

“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი “მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის ლორა თორნტონის განცხადებას ეხმიანება, რომელიც საქართველოში პროტესტის მონაწილეებს ტაქტიკას სთავაზობს, რომ “კარგი იქნება ქართველმა ფერმერებმა ნეხვი ყველა სამთავრობო შენობის წინ დაყარონ”.

“საერთოდ არ “ორკესტრირებენ” გარედან  და საერთოდ არ აქვს ადგილი უცხოური გავლენით საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას

ლორა თორნტონი, რომელიც დღეს ფერმერებს ქართველი ადამიანისთვის მიუღებელი საქციელისკენ მოუწოდებს, სულ ცოტა ხნის წინ, მაკკეინის ინსტიტუტის დოკუმენტიდან მოითხოვდა მსხვერპლს აქციებზე. იქამდე კი, NDI საქართველოს ყველაზე პოლიტიზებული ხელმძღვანელი იყო, რომელმაც თავისი მიკერძოებული წინასაარჩევნო კვლევებით, (რომლებიც სხვათა შორის არასდროს მართლდებოდა, რადგან სრული სიცრუე იყო) და სხვა პოლიტიკური ნაბიჯებით მძიმედ დააზიანა ამ ორგანიზაციის მიმართ ნდობა

შეგახსენებთ, ასევე ლორა თორნტონის  ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი მოძალადე და დამნაშავეა”- წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები