spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო წილოსანი – ნამდვილად გასაკვირია ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ აქვთ გაგზავნილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში

გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების დროს არასამთავრობო სექტორი აანონსებდა დემოკრატიის დასამარების პროცესს. ამის ფონზე, ნამდვილად გასაკვირია ის ფაქტი, რომ თავად ჯერ კიდევ არ აქვთ გაგზავნილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რაც აქამდე არსებობს, არაფრით დასტურდება, რომ სარჩელი რეალურად გაგზავნილია.

“ალბათ, გაგახსენდებათ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების დროს როგორ აანონსებდა არასამთავრობო სექტორი დემოკრატიის დასამარების პროცესს. ამის ფონზე, ნამდვილად გასაკვირია ის ფაქტი, რომ თავად ჯერ კიდევ არ აქვთ გაგზავნილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში.

ინფორმაცია, რაც აქამდე არსებობს, არაფრით დასტურდება, რომ სარჩელი რეალურად გაგზავნილია. ამის საპასუხოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ააფრიალეს “ფედექსის” გზავნილის ნომერი, რომელიც არაფერს არ გვეუბნება. მით უფრო, რომ ისეთი სარჩელები, რომელზეც მათ აქვთ საუბარი, ძალიან მალე მიიღება ხოლმე სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. ხოლო, ამგვარი ინფორმაციის შესახებ არაფერი გვსმენია”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები