“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნათია თურნავასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს.
მისი ახლანდელი მომწონებელი აღარ გვიმტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტია, როგორც მას წინასაარჩევნოდ უწოდებდნენ?!
უღერძო ოპოზიცია და ღამურად ქცეული პრეზიდენტი”, – წერს წილოსანი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGDNinoTsilosani%2Fposts%2Fpfbid02jEUdwNY7wP9VxNUT3Y7pUaZUUtQsfKPdS5dq4iPZMTv58jp5nyDYkGa8axQijVMGl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”258″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>