spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო წილოსანი – უვიზო მიმოსვლა ტყუილად არავის მოუცია, ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ “ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში

უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, – წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის ტყუილად არავის მოუცია, თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაშია პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის ქვეყნის პატრიოტად დარჩება.

“უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში – ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა. შესაბამისად, ის ტყუილად არავის მოუცია…

თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად”, – წერს წილოსანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები