spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო წილოსანი – ნიშანდობლივია, რომ სწორედ ეს ადამიანები აპროტესტებენ გრანტების მიღების წესს

ნიშანდობლივი იყო, როცა NGO სექტორი ნინო ლომჯარიას სახით წარმოგვიდგა. ნინო ლომჯარია არის ადამიანი, რომელიც ბომბების წვიმას ნატრულობდა ამ ქვეყანაში, რომელიც წინა ფლანგზე იდგა სწორედ იმ მოძრაობაში, რომელიც საქართველოში ომის დაწყებას აინიციირებდა და რა თქმა უნდა, ნიშანდობლივია, რომ სწორედ ეს ადამიანები აპროტესტებენ გრანტების მიღების წესს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადების შესახებ, რომლებმაც აღნიშნულ კანონს „რუსული კანონი“ უწოდეს.

წილოსანის შეფასებით, აღნიშნული კანონში ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოში გრანტები არ შემოდიოდეს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო მიზნებისთვის.

“თავისთავად იმ პირობებში, როდესაც ყველასთვის ნათელია, რისთვის ფინანსდებოდნენ ეს ორგანიზაციები და მათ შორის, გრანტების მიღება, რომელიც თავის შინაარსით საჩუქარია და ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ეს საჩუქარი კონკრეტულ მიზანს ემსახურება და ჩვენ ვცდილობთ, რომ სწორედ ეს მიზნები გახდეს ცნობილი და ამავდროულად არ ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ინტერესებს, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ყველაზე წინ და ყველაზე ხმამაღლა ეს აგენტურა იყვირებს. ამ აგენტურის სახით ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, ვინც წლების მანძილზე გრანტების ფორმით და ასე ვთქვათ, ყველაზე კეთილშობილური შეფუთვით ფინანსდებოდა, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებები ეკეთებინათ. კანონში ცვლილებები გულისხმობს და ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოში გრანტები, ე.წ. საჩუქრები არ შემოდიოდეს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო მიზნებისთვის. აღნიშნულს, რა თქმა უნდა, მონიტორინგს გაუწევს ანტიკორუფციული ბიურო და რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი მოემსახურება ამ ქვეყნის უსაფრთხოებას და იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტს, რასაც ჰქვია ამ ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი“, – განაცხადა წილოსანმა.

მან ასევე, ევროკავშირის გრანტებთან დაკავშირებით ევროპის აუდიტორული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “აგენტურის და მთლიანად „დიფ სთეითად“ წოდებული სისტემა უკვე შიგნიდან ინგრევა“.

“დაწყებული USAID-ის სკანდალიდან, ვხედავთ ამ პროცესებმა როგორ გადმოინაცვლეს ევროკავშირის პირობებში. ევროკომისიის გახმაურებული საკითხი გრანტების და ენჯეოების მიზანმიმართულ საქმიანობასთან დაკავშირებით და ახლა უკვე ის დასკვნა, რომელიც კოლოსალურ თანხებზე საუბრობს, რომელიც გრანტების სახით გაიცემოდა, საუბრობს იმაზე, რომ სწორედ ეს თანხები ხმარდებოდა კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების გატარებას, ლობირებას, იმ საკითხების ადვოკატირებას, რომელიც „დიფ სთეითის“ ფარგლებში გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სურდათ და აწყობდათ. ახლა უკვე ევროპის მასშტაბით ვხედავთ, როგორ იშლება აგენტურული ქსელი და თავადვე გამოაქვთ საკუთარი თავისთვის განაჩენი. ამის მიუხედავად ვხედავთ, რომ საქართველოში აგენტურას აქვს მცდელობები, რომ შეინარჩუნოს თავისი პოზიციები, მაგრამ ყველა ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომელსაც აუცილებლად მივიღებთ და მათ შორის, საზოგადოების კეთილგონიერება და სწორად ხედვა ამ პროცესების, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აგენტურული ქსელი აქ სრულად იქნება გაუნებელყოფილი და ამ ადამიანებს აღარასდროს მიეცემათ საშუალება, თუ რაღაც ახალ ფორმაციას არ მოახდენენ, რომ  ამ ქვეყნის წინააღმდეგ სერიოზული ზიანი განახორციელონ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები