spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო წილოსანი – ფაქტობრივად მთელ ამ დაორგანიზებულ რევოლუციურ სცენარში, ოპოზიცია ჩავარდნილი რგოლია

თუ ვინმეზეა სასაყვედურო, ეს არის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სრულიად უნიათოები და სრულიად სახე დაკარგულები არიან, როგორც საპარლამენტო ცხოვრებაში, ასევე ქუჩის აქციების რეალობაშიც, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ოპოზიციის განცხადებებს, იურიდიული კომიტეტის სხდომის ერთ წუთში დასრულების შესახებ.

 

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები 09:00 საათზე იყვნენ პარლამენტში და ეს მათი ლაივებითაც დასტურდება.

 

მანვე აღნიშნა, რომ ფაქტობრივად მთელ ამ დაორგანიზებულ რევოლუციურ სცენარში, ოპოზიცია ჩავარდნილი რგოლია.

 

“ფაქტობრივად მთელ ამ დაორგანიზებულ რევოლუციურ სცენარში, ოპოზიცია ჩავარდნილი რგოლია. მათ რამდენიც არ უნდა იმართლონ თავი და მოიშველიონ თითქოს რაღაც პროცედურული საკითხები, ისინი 09:00 საათზე იყვნენ პარლამენტში, ეს დასტურდება, მათ შორის მათივე ლაივებით. უბრალოდ ვერ მოახერხეს თუ არ მოახერხეს და არ შევიდნენ კომიტეტზე, შესაბამისად არ დაესწრნენ კომიტეტს“, – განაცხადა წილოსანმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები