spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნინო წილოსანი – რუსეთში მომღერალი ბანი და ნაცების რეჟიმის ჯალათები აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან

რუსეთში მომღერალი ბანი და ნაცების რეჟიმის ჯალათები აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან და ამ დღეს კიდევ ერთხელ იყენებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება და შუღლი ჩამოაგდონ ჩვენს საზოგადოებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, „როდესაც 9 აპრილის მემორიალთან არ აძლევენ საშუალებას ჩვეულებრივ მოქალაქეებს მივიდნენ, არ შეიძლება, ამ ადამიანებს 9 აპრილი სტკიოდეთ“.

“სახედაკარგული და სინდისგაყიდული ადამიანები, მათ შორის, რუსეთში მომღერალი ბანი და ნაცების რეჟიმის ჯალათები აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან და ამ დღეს კიდევ ერთხელ იყენებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება და შუღლი ჩამოაგდონ ჩვენს საზოგადოებაში. მათი იქ ყოფნა და ის აგრესია, რასაც ისინი აფრქვევენ არაფრით განსხვავდება რუსული ტანკებისგან, რომელმაც 9 აპრილის უმძიმეს დღეს გადაუარეს ქართველებს. სწორედ ეს ადამიანები, ვინც დღეს ამ უმსგავსობას ჩადიან, თავიანთი ბოროტებით და მავნებლური მიზნებით ფეხქვეშ თელავენ ამ ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყნის საზოგადოებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები