პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას ეხმაურება.
წილოსანის შეფასებით, ვარჰეის მხრიდან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმის მაგალითად მოყვანა, მუქარის ჯერ არნახულ ხარისხზე მიუთითებს.
“ევროკომისარი პრემიერთან სატელეფონო საუბარზე: სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ.
წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი…” – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.