spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო წილოსანი – “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია, ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც ძალადობის პროვოცირება სურს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, “ტვ პირველის” ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი განცხადებით, ამას მხოლოდ ის გააკეთებდა,  ვისაც ვითარების ძალადობის პროვოცირება აწყობს.

“ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია… ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც აქციების არასწორად წარმართვა და ძალადობის პროვოცირება სურს, ვის წისქვილზეც ეს ქმედება ასხამს წყალს…

იმედი მაქვს, გამოძიება  დროულად გაგვიზიარებს ინფორმაციას ამ ძალადობის ფაქტზე და დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა”, –  წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები