spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნინო წილოსანი – ზუსტად ამ ტალახში გასვრილი ხალხი მომდგება მერე, ბაკურიანს რატომ აქებ და ტურისტებს რატომ ეპატიჟებიო

არ მივაქცევდი ყურადღებას, ახლაც რომ რუსეთში იყიდება მათი პროდუქცია, აქ რომ დიდად ევროპულ კამპანიას არ ედგნენ სათავეში და სხვებს არ ამუნათებდნენ – რუსები ხართო და კეთილსინდისიერი კომპანიების წინააღმდეგ ბოიკოტის ტალღას რომ არ აგორებდნენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი წერს.

“ბუკიების რუსეთში ნაშოვნ ფულზე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.. არც იმას მივაქცევდი ყურადღებას, ახლაც რომ რუსეთში იყიდება მათი პროდუქცია, აქ რომ დიდად ევროპულ კამპანიას არ ედგნენ სათავეში და სხვებს არ ამუნათებდნენ – რუსები ხართო, კეთილსინდისიერი კომპანიების წინააღმდეგ ბოიკოტის ტალღას რომ არ აგორებდნენ, თანაც მხოლოდ იმის გამო, რომ ეს კომპანიები მათნაირი ამორალურები არ არიან, ამ ყველაფერზე რომ არ ვსაუბრობთ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს თავხედურად აქეთ მოგვდგნენ.

დასრულდა ამორალურ ხალხთან კოჰაბიტაცია.

პ.ს. ზუსტად ამ ტალახში გასვრილი ხალხი მომდგება მერე, ბაკურიანს რატომ აქებ და ტურისტებს რატომ ეპატიჟებიო. რუსეთებში ივაჭრეთ თქვენ და მე ჩვენს ეროვნულს დავიცავ“, – წერს ნინო წილოსანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები