ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს.
“სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მიყენებული ჭრილობის შედეგად განძაში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
ორივე შემთხვევაზე სავარაუდო დამნაშავეები დაკავებულები არიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.