spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიურნბერგში უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულების შესახებ დეკლარაცია მიიღეს

ნიურნბერგის პრინციპების საერთაშორისო აკადემიამ მიიღო დეკლარაცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების შესახებ, – ამის შესახებ აკადემიის Twitter-ის გვერზეა აღნიშნული.

 

ნიურნბერგის დეკლარაცია მოუწოდებს შეიქმნას ტრიბუნალი უკრაინაში დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნისთვის. კერძოდ, დოკუმენტში შემოთავაზებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოება და უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების დევნის ტრიბუნალის შექმნა.

 

“მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს ტრიბუნალის შექმნას უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი აგრესიის დანაშაულების, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო კანონმდებლობით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნიურნბერგის დეკლარაციის მიღებას მიესალმება.

 

“მივესალმები ნიურნბერგის დეკლარაციას, რომელიც ადგენს პირდაპირ კავშირს ნიურნბერგის ტრიბუნალსა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სპეციალურ ტრიბუნალს შორის“, – წერს ის Twitter-ზე.

 

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა რუსებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად.

 

“რუსეთის ხელმძღვანელობამ, ისევე როგორც ნაცისტურმა ხელმძღვანელობამ 1945 წელს, პასუხი უნდა აგოს აგრესიის დანაშაულისთვის“, – წერს კულება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები