“ძალადობა რომ ძალადობას შობს, დაგიდასტურებთ, მაგრამ რა შობს ასეთ შუბლზე ძარღვგაწყვეტილობას, ვერ ვხსნი”- გია ვოლსკის ამ კომენტარს ყოფილი პრემიერი დღეს გამოეხმაურა.
გახარია აცხადებს, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მასზე ვინ რას იტყვის.
“ნოლი იქნება რეაქცია. მოლოდინით ყველაფერს ველოდებით, მაგრამ ამაზე რეაქციას არ მივცემთ. როგორც ხედავთ, ჩვენ ჩვენს გეგმავს მივყვებით, ვხსნით ოფისებს, წყნარად, მშვიდად ვქმნით ახალგაზრდების გუნდს, რომლებიც მშვენივრად მუშაობენ. ჩვენი ახალგაზრდა პოლიტიკოსები აჩვენებენ მაგალითს, როგორი უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსი, რომლის ძირითადი საზრუნავი არის სახელმწიფო და არა მისი პირადული, ან პარტიული ინტერესები.
რაც შეეხება იმას, ვიღაცა რაღაცას დამიძახებს, რაღაცნაირ შეფასებას გააკეთებს, არანაირი მნიშვნელობა ამას ჩემთვის არა აქვს. მე შს მინისტრიც ვიყავი, პრემიერიც და ერთი და იგივე ხდება ყოველწლიურად, მაგრამ სამივე წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცულიყო ამ ქვეყანაში და ცემა, ტყეპა და ეს უბედურება რაც მოხდა, ესეც არ მომხდარა. ჩვენს მოქალაქეებს საერთოდ არ უგრძვნიათ, ჟურნალისტების ჯანმრთელობა კიდე მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა. რაღაცნაირად მე ამას ვახერხებდი”, – განაცხადა გახარიამ.